Saturday, December 22, 2012

რამდენად ეფექტურია მოდის მარკეტინგი ქართულ ბაზარზე



მოდის მარკეტინგი იყენებს მოდის სფეროში მიმდინარე ტენდენციებს   გაყიდვების სტრატეგიის  შემუშავების, გაანალიზების და განხორციელებისთვის. განიხილავს  ურთიერთობას მოდის დიზაინსა და მარკეტინგს შორის რაც მოიცავს სარეკლამო პრომოციულ და განვითარების ასპექტებს მილიარდ დოლარიან მოდის ინდუსტრიაშიწარმატებულ მარკეტერებს ესმითრომ სამომხმარებლო ტენდენციების გათვალისწინებაძლიერი ბრენდინგი და სასურველი პროდუქტის იმიჯი  არის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები ეფექტური და შინაარსიანი კამპანიის შესაქმნელად. ამ ყველაფერს ვერ ვიტყოდით ქართული მოდის მარკეტინგის აღწერისას. მეტიც, დაისმევა კითხვა არსებობს თუ არა მოდის მარკეტინგი საქართველოში?
 თუ გადავხედავთ ქართულ მოდის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს, შეიძლება ითქვას, რომ მოდის მარკეტინგი პრაქტიკულად არაეფექტურია ამ სფეროში. იმის გათვალისწინებით, რომ ეს სფერო ქართულ რეალობაში ფეხს ნელნელა იკიდებს, ბევრი რამე განვითარების სტადიაშია.  გარდა იმისა, რომ ქართველ დიზაინერებს ხშირად შეიძლება არ ჰქონდეთ სათანადო ფინანსები მათი პროდუქტის ეფექტურად რეკლამირებისთვის,  თანხის ინვესტიციისგან  ისინი თავს იკავებენ  იმის  გამო, რომ ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნა არ აღინიშნება. იმ შემთხვევაში, თუ რეკლამირებისთვის გაწეულ ხარჯებს შევხედავთ როგორც მხოლოდ ‘ხარჯებს’ , წარმოიქმნება არასწორი ხედვა ზოგადად სწორი ბიზნესის მართვისადმი. 
 მოდის სფერო სპეციფიურია, აქ მარკეტინგული სტრატეგიების სტანდარტული ასპექტებიც სპეციფიკურად გამოიყენება. მაგალითად, მეტი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქციის ეფექტურად, მიზანმიმართულად წარდგენას.  ქართული მოდის ინდუსტრია ჯერ ისევ განვითარების სტადიაშია  და პირდაპირ კონკურენციას ვერ უწევს  უცხოურ ბრენდებს ქართულ ბაზარზე რომლებიც ნებისმიერ სეგმენტზე არის გათვლილი. ბოლო რამდენიმე წელია შეინიშნება ცნობილი მსოფლიო ბრენდების ფილიალების შემოსვლის ტენდენცია ქართულ ბაზარზე რასაც მოდის მარკეტინგის სხვადასხვა სტრატეგიების დანერგვაც მოსდევს. უცხოური ბრენდები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა საშუალებებს პროდუქციის რეალიზაციისთვის, რაც გამოიხატება სხვადასხვა სახის აქციებით და  მომხმარებლის ლოიალურად განსაწყობად შემუშავებული სტრატეგიებით. მაგალითად, Address –ის მაღაზიათა ქსელი ( 1+1 აქციები, დღესასწაულებთან დაკავშირებული 1 დღიანი ფასდაკლებები, გრანდიოზული, სეზონის ბოლოს.. და ა.შ.)
   მოდის მარკეტინგში არსებობს რამდენიმე სტრატეგია რასაც სხვადასხვა ბრენდი თუ მწარმოებელი თავის პროდუქციის ან მისი ცალკეული ხაზის რეალიზაციისთვის მიმართავს. მაგალითად, მასიურ წარმოებაზე გათვლილ სტრატეგიას აწარმოებენ ისეთი მსოფლიო ბრენდები როგორიცაა: ზარა, ბერშკა,პრომოდი, სტრადივარიუსი, H&M და ა.შ. ამ სტრატეგიის ერთ–ერთი მთავარი პრინციპია მოდის ძირითადი ტენდენციის დაფიქსირება, წამყვანი დიზაინერების ტენდენციების მოდიფიცირება  და პროდუქციის სწრაფი ცვლა, მაგ: ახალი საქონელი ყოველ 2 კვირაში ერთხელ. ხოლო ისეთი ბრენდები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია უნიკალურობაზე სრულიად განსხვავებულ  მარკეტინგულ სტრატეგიებს მიმართავენ. ისინი ცდილობენ ლიმიტირებული პროდუქციის ხაზის შექმნან, განსხვავებული, უნიკალური იმიჯის მოარგონ  საკუთარ პროდუქციას.
  უკვე შეინიშნება მასიური წარმოების ცნობილი მსოფლიო ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე, მაგ: ზარა, ბერშკა, სტრადივარიუსი, ფულ ენ ბეარ და ა.შ მომხმარებლის უმრავლესობა სწორედ ამ სეგმენტს წარმოადგენს და შესაბამისად, კონკურენციაც ამ სეგმენტზე იზრდება, რის გამოც შერეული ტიპის მაღაზიებს უწევთ სერიოზულ დათმობებზე წასვლა. მაგალითად, პასაჟში ან თბილისი ცენტრალსა და ქარვასლაში ასეთი მაღაზიები მიმართავენ მუდმივ ფასდაკლებების აქციებს, რომ  იქვე განთავსებულ ცნობილი ბრენდების მაღაზიებს გაუწიონ კონკურენცია. ეს უკვე თავად მომხმარებლის გადასაწყვეტია აირჩიოს ცნობილი ბრენდი თუ უფრო ხელმისაწვდომი მოდელი რომელიმე შერეული მაღაზიიდან, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხარისხი აუცილებლად დაბალი უნდა იყოს. აქვე იგულისხმება პატარა ბუტიკებიც, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით გვთავაზობენ საზღვარგარეთიდან ჩამოტანილ მოდელებს.
  ასე რომ, ქართულ რეალობაში მოდის მარკეტინგის სტრატეგიების გამოყენება საკმაოდ სპეციფიურ მიდგომას მოითხოვს. ამ განხრით სპეციალიზირებული მარკეტოლოგების ნაკლებობაც აღინიშნება, რაც ალბათ მოთხოვნის ნაკლებობის ბრალია. იმედს ვიქონიებ, რომ მომავალში სულ უფრო მეტი ცნობილი მსოფლიო ბრენდები შემოვლენ ქართულ ბაზარზე, ამით ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნება და ამ სფეროში მუშაობა მოდის მარკეტოლოგებისთვის უკვე შესაძლებელი გახდება.
 რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოდის მარკეტოლოგებისთვის, არის ის, რომ განვითარდეს ქართული მოდის ინდუსტრია და გახდეს შესაძლებელი ქართველ დიზაინერებთან ერთად მოდის მარკეტინგის სფეროში მუშაობა. 

1 comment:

  1. პური 1.20 ღირს, ვის სცალია მოდისთვის 😅

    ReplyDelete

Thanks for visiting my blog! Comments, opinions and suggestions are welcome! leave a reply and follow please, if you have a blog I will follow back, Thanks ;)